ათი მაისი, კვლევითი უნარ-ჩვევებისთვის..

პროექტი ექსპერიმენტულად უკვე ქუთაისის N3 და N12 ბაღში


ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,აკმე“ -ს ისტორია იწყება მისი ბორდის/გუნდის ისტორიით, თითოეული მათგანი მოდის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბიდან, რომელიც დაარსდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ. აქ მიღებული გამოცდილებით ახალგაზრდების და მათი ხელმძღვანელის ინიციატივით, პროგრამის დასრულების შემდეგ 2014 წელს არაფორმალურ განათლებაში მიღებული გამოცდილებით დაარსდა ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,აკმე“, რომელიც ორიენტირებულია განათლებაზე.


     ორგანიზაცია  მოხალისეობრივ საწყისებზე ახორციელებს ოთხ  პროექტს, ერთ-ერთი მათგანია. ,,ბიოქიმია მომავლისათვის"http://bioqimiamomavlisatvis.blogspot.com/ მისიმიზანია ხელი შეუწყოს სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაინტერესებას,მათი მნიშვნელობის გააზრებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას პროფესიული განვითარების გზით.
    ორგანიზაციაში მიმდინარე ოთხივე პროექტი მოხალისეობრივ საწყისებზე მიმდინარეობს.ორგანიზაციის მხრიდან ახალგაზრდებისთვის ყველა პირობა იქმნება და  საჭირო ინტელექტუალური  რესურსი მოიპოვება,  რათა მაქსიმალურად მიიღონ ცოდნა, შეიძინონ ახალი და თანამედროვე უნარ-ჩვევები, რაც მათი მომავალი წარმატების საწინდარია. 


პროექტის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ეძლევათ გაიარონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება, წარმატებულ მონაწილეები სტაჟირებას გადიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მონაწილეობას ღებულობენ სამეცნიერო პიკნიკებში.  პროექტში ჩართულ სკოლებში შექმნილია კლუბები სადაც ახალგაზრდები კლუბის წევრებისთვის თავადვე ატარებენ ტრენინგებს და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ თანატოლებს.



 მსგავსად აღნიშნული პროექტებისა ორგანიზაციას აქვს სურვილი თავისი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი ჩადოს სკოლამდელი აღსაზრდელების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, აკმესთვის აღსაზრდელების დაინტერესება მეცნიერებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პატარები აქედანვე გაეცნობიან სახალისო და მათთვის გასაგებად მიწოდებულ მეცნიერულ საფუძვლებს. მონაწილეობას მიიღებენ მარტივი და უსაფრთხო ცდების გაკეთებაში, პრაქტიკულად ჩაერთვებიან მუშაობაში და შესაბამისად, ადრეული ასაკიდანვე დაუგროვდებათ საბაზისო ცოდნა აღნიშნული კუთხით,  გაუღრმავდებათ მეცნიერებისადმი სიყვარული და ინტერესი, რაც მათი სამომავლო განვითარებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.პროექტი ,,ბიოქიმია მომავლისათვის (ბიოლოგიისა და ქიმიის სინთეზური სწავლება, ცოდნის ტრანსფერი არაფორმალურ განათლებაში) მათ უფრო ღრმად და საინტერესოდ   აჩვენებს თუ რა არის  მეცნიერება და რატომ უნდა უყვარდეთ ის.


   უცხოური კოლეგების გამოცდილებიდან გამომდინარე,ვთვლით,რომ ქვეყნის მომავლისთვის კარგია თუ ხელს შევუწყობთ და ბავშვებში აღვზრდით სიყვარულს მეცნიერებისადმი.ამის საფუძველს გვაძლევს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ,რომელიც მიიღო პარლამენტმა 2016 წლის ივნისში.
საპროექტო ჯგუფი იცნობს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს, რომლიდანაც გამოვყოფთ შემდეგ მიმართულებებს:


ბუნება და ტექნოლოგია გულისხმობს ბავშვის უნარს გაიგოს, შეიმეცნოს ფიზიკური გარემო, დააკვირდეს, გამოიკვლიოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები იმ პროცესებზე, რომლებსაც თვალსაჩინო შედეგი მოსდევს. გარემოს შესახებ ცოდნის შეძენით ბავშვი ინფორმაციას იღებს, მაგ., დედამიწის და ცოცხალი ბუნების შესახებ. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება ბავშვს ეხმარება გამოსცადოს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა ასაკის შესაბამის პრაქტიკაში, ექსპერიმენტის დროს.
მიზეზეზშედეგობრიობა გულისხმობს - საგნების ან  მოვლენების  დაკავშირებას ერთმანეთთან, იმის  გარკვევას, თუ რა იწვევს ცვლილებას, რა ზემოქმედება განაპირობებს მას.
ძირითადი სტრატეგიები: 
ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია. თითოეული მათგანი ვითარდება და სწავლობს სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დონეზე. ქვემოთ მოცემული სტრატეგიები უნდა გამოიყენებოდეს ყველა ბავშვისათვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი შემეცნებითი უნარების განვითარებას.რათა შემეცნებით ბავშვი შეიცნობს სამყაროს.


   ეს კი  ბავშვში ავითარებს ინტერესს და ძიების სურვილს,რაც საწინდარია მომავალი მეცნიერული აღმოჩენებისთვის. პირველი ეტაპისთვის საპროექტო ჯგუფი და ორგანიზაცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში იზრუნებს ორ ბაღზე, რომლებთანაც თანამშრომლობა იქნება ექსპერიმენტალური და სამომავლო თანამშრომლობისთვის ვიზრუნებთ მეტად დავხვეწოთ ამ მხრივ მუშაობა თქვენთან ერთად. ორგანიზაცია ითანამშრომლებს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაბამისი მიმართულებით. ვფიქრობთ,  ახალგაზრდული ორგანიზაციის ეს ინიციატივა გაჯერდება თანამშრომლობით:ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი. ამჯერად ქუთაისის N3 ბაღი და N12 ბაღი არის პროექტის თანამშრომლობის ინტერესი. N3 ბაღი 3-4 წლიანი ჯგუფი (მათი პედაგოგი არის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის-ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი-ნათია ნოსელიძე), ვფიქრობთ, მათი ხედევა პირდაპირ არის ორიენტირებული აღსაზრდელების წარმატებაზე;   N12 ბაღი 5-6 წლიანი ჯგუფი გამოირჩევა მათ მიერ განხორციელებული ინოვაციებით და არიან ძალიან მიზანსწრაფულები, მაქსიმალურად ორიენტირებულები განვითარებაზე. აღმზრდელი პედაგოგი- ეკატერინე ალიანოვა).



  მოსწავლეების მოტივაციის ზრდის საფუძველი სწორედ სკოლამდელი აღზრდიდან იწყება, შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება სწორედ ამ ასაკაში ხდება, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ფორმალური და არაფორმალური განთლების სინთეზი.აუცილებელ ფაქტორად მიგვაჩნია სწავლების პროცესი გახდეს სახალისო და რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირდეს. აუცილებელია ახალი მიდგომების დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში.უკვე აღნიშნული მიმართულებები აუცილებელია მოსწავლეს დავუსახოთ ახალი გამოწვევები.


   ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში განხორციელდა ერთი აქტივობა, პატარების შეხვედრა იმიტირებულ მეცნიერებთან იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი. მეცნიერების როლს განასახიერებდნენ კორრდინატორ პედაგოგთან ნინო ბენიძესა და პროექტის იდეის ავტორთან, მენეჯერთან ნინო ისაკაძესთან ერთად ის მოსწავლეები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ პროექტის კრიტერიუმებს. პროექტის პარტნიორი სკოლის დახმარებით მოწყობილმა იმიტირებულმა ლაბორატორიამ დადებითი ზეგავლენა მოახდინა მათზე. ერთი დღით ისინიც პატარა მეცნიერები გახდნენ და მონაწილეობა მიიღეს ცდების ჩატარებაში.რეალურად შედგა კომუნიკაცია ასაკით სხვადასხვა თაობას შორის. ჯგუფებს ჰყავდა მენტორი მოსწავლეები, რომლებიც დიდი პასუხიმგებლობით ზრუნავდნენ პატარებზე. ბუნებით ბავშვები მკვლევარები არიან.მათ აინტერესებს ყველაფერი,რაც სამყაროში არსებობს, ამიტომ მოწვეულმა სტუმრებმა უფრო მეტად დააინტერესა ბავშვები მეცნიერებით. იმდენად,რომ შემაჯამებელ აქტივობაზე კითხვაზე რა სურს რომ გამოვიდნენ, ბავშვებმა მეცნიერება დაასახელეს.  ვფიქრობ თუ ბაღში დაწყებულ პროექტს სკოლაში განაგრძნობენ,ეს მარცვალი კარგი საწინდარია მეცნიერების მომავლისთვის. პროექტის პრეზენტაცია როგორც ბავშვებისთვის იყო შემეცნებითი, საინტერსო, სახალისო, რაც გამოიხატა ემოციური მდგომარეობით პრეზენტაციის დასრულების შემდეგ და მომავალი შეხვედრის ინტერესით.   


 აღნიშნულმა პროექტმა აღსზარდელებში გამოიწვია დიდი ინტერესი,აღფრთოვანება,ძიების,კვლევისა და აღმოჩენის სურვილი.ადრეული სასკოლო ასაკი ის პერიოდია როცა ბავშვებს შეუძლიათ გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში და ასე შეიცნონ საკუთარი თავიც და სამყაროც,ამიტომ მათ სიამოვნებით მიიღეს ახლგაზრდა მეცნიერების გამოწვევა და მათი დახმარებით იმოგზაურეს მეცნიერების საინტერესო სამყაროში ,აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს ცდების ჩატარებაში,რის გამოც კიდევ უფრო გაიზარდა მათი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა და მათ უმრავლესობას სურვილი გაუჩნდა იყვნენ მომავალი მეცნიერები რადგან ხშირად შეძლონ ლაბორატორიაში მუშაობა.ვფიქრობთ პროექტი კარგად არის გათვლილი ასაკობრივ ჯგუფზე.პატარებთან შეხვედრა იყო შემეცნებითი,სახალისო და საინტერესო.







No comments:

Post a Comment