ათი მაისი, კვლევითი უნარ-ჩვევებისთვის..

საარსებო გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა,თანატოლთა განათლება

2016 წლის 24 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმე“-ს ეგიდით მოხალისეობრივ საწყისებზე ჩატარდა მეოთხე შეხვედრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, რომელიც მდებარეობს დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ მუზეუმში.პროექტი ხორციელდება ერთობლივი თანამშრომლობით მოხალისეობრივ საწყისებზე.

   




ხანგრძლივობა-2 საათი

შეხვედრას ესწრებოდნენ: ორგანიზაციის დირექტორი -ნათია კალანადძე

გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი-ეკატერინე ჯოხაძე

დეპარტამენტის კოორდინატორი:უნივერსიტეტის თნამაშრომელი, აკმეს გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დეპარტამენტის კოორდინატორი: დარეჯან რობაქიძე


N19 საჯარო სკოლის კოორდინატორი პროექტში: ნინო ბენიძე







ქუთაისის N15 და N19 საჯარო, გეგუთის N1 საჯარო, სიქთარვის საჯარო და ა,,აკმე"-ს მოხალისეები.


გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.
გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთადა მცენარეთა სახეობების გადაშენებ,ანიადაგის მოწამვლა , ნიადაგის ეროზია , ნაგვის (ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმემეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური...დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიულიწარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები რაც ერც ისე კარგ კვალს ტოვებს საცხოვრებელ გარემოზე


ლექცია-სემინარი ჩაატარა ქ-ნ დარეჯან რობაქიძემ:,,საარსებო გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა"






თანატოლთა განათლება: 


1. ქიმიის საფუძვლების მოკლე მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია ქიმიის საწყისები, რომელთა შესწავლის საფუძველზე მოსწავლე შძლებს გაეცნოს ქიმიის სპეცკურსებს:ზოგადი ქიმია, არაორგანული ქიმია, ორგანული ქიმია.თანატოლთა განათლებაში ამ კურსისთვის პრეზენტაცია წარმოადგინა დავით კვერნაძემ.










2. ქიმიის ელემენტების კურსს თანატოლთა განათლებაში უძღვება ვლადი ობოლაძე, რომელმაც წარმოადგინა ელემენტი: ნახშირბადი
მათ ჩაატარეს ცდები, რისი მეშვეობითაც ცდილობენ ახალგაზრდების დაინტერესებას.





No comments:

Post a Comment