2016 წლის 23 ივნისს პროექტ ,,ბიოქიმია მომავლისათვის“ , რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმე“-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლობით, მოხალისეობრი საწყისებზე ჩატარდა შეხვედრა–ექსკურსია შემდეგი გრაფიკით:
1. მცხეთა: ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობა
2. თავისუფალი უნივერსიტეტი: შეხვედრა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორთან ბ–ნ ელიზბარ ელიზბარაშვილთან
3. თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუს–ტური:
ლაბორატორიების დათვალიერება, ბიბლიოთეკა, ბიოლოგიის მუზეუმის დათვალიერება.
4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმი, არქეოლოგიის მუზეუმი, გეოგრაფიის მუზეუმი ზოოლოგიის მუზეუმის დათვალიერება, ექსკურსიას უძღვებოდა ქ–ნ მზია ჯაველიძე
5. პირველი კორპუსის ექსკურსია, მუზეუმი ბიბლიოთეკა– სანდრო მარუაშვილი
6. უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმი
7. ქართული ემიგრაციის მუზეუმი
8. ვაჟას მუზეუმი– გვიმასპინძლა მამუკა ჭანტურიამ
9. მრგვალი მაგიდა:
შეხვედრა: ქ–ნ ქეთევან ჭკუასელითან – თსუ, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი
ზაქარია ქიტიაშვილთან – თსუ, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი
განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტებთან:
ქეთევან ბაქანიძე
მარინე გოგნელაშვილი
ქეთევან ფანცულაია
აღნიშნული შეხვედრების მიზანი არის: მოსწავლეების თვითშეგნების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.













ყველაზე დასამახსოვრებელი დღე თითოეული მონაწილისთვის, წარმატებები "აკმეს" ყოველ გადადგმულ ნაბიჯში
ReplyDeleteმადლობას მოგახსენებთ ქ–ნ ნინო! თქვენ პროფესიონალი ხართ თქვენს საქმეში!
ReplyDelete