ათი მაისი, კვლევითი უნარ-ჩვევებისთვის..

Monday, June 13, 2016

ჩვენ შესახებ








არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმე“ დაარსდა 2014 წლის 23 დეკემბერს


ორგანიზაციის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და სტუდენტებში საგანმანათლებლო დონის გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დემოკრატიული ღირებულებების სწორად გააზრებას, გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების კვლევას

.2015 წლის 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა ააიპ ,,აკმე“–ს პრეზენტაცია. ამ დღიდან ,,აკმე“ ოფიციალურად, მოხალისეობრივ საწყისებზე, ახორციელებს პროექტს ,,წიგნი სიყვარულია“. უკვე ვფიქრობთ, პროექტი რეალურად იძლევა შედეგს, რასაც ადასტურებს მასში ჩართული მონაწილეების მუშაობა და ბენეფიციართა რაოდენობა. 


დღეს ,,აკმე“ ისევ და ისევ მოხალისეობრივ საწყისებზე იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას ,,ბიოქიმია მომავლისათვის“. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს 9 (როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტები) სკოლა და მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული ხარისხზე, გვსურს ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან და შესაბამის ლაბორატორიებთან. 

პროექტის იდეის ავტორები: 


არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმე"-ს გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების დეპარტამენტის ხელმძღვანელია: ეკატერინე ჯოხაძე




არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმე"-ს  მოხალისე: ნინო ისაკაძე


                                              



მისი მიზანია: მოამზადოს მოსწავლე-მკვლევარი, რომელიც სპეციალიზებული იქნება ბიოლოგიის და ქიმიის გამოყენებით ასპექტებში და გარკვეული იქნება აგრარულ სფეროში.

აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიაზრონ დღეისათვის მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური პრობლემები და მათი შედეგები.

პროექტი ხელს შეუწყობს სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაინტერესებას, მათი მნიშვნელობის გააზრებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას პროფესული განვითარების კუთხით.

პროექტი ,,ბიოქიმია მომავლისათვის" ხორციელდება მოხალისეობრივ საწყისებზე და ორიენტირებულია საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და მოსწავლის, როგორც მკვლევარის მომზადებაზე უნივერსიტეტებისათვის.


გაიაზრონ მოქალაქისა და პიროვნების როლი საზოგადოებაში,დიმიტრი ნაზარიშვილის მაგალითზე.მან 1892 წელს ქუთაისში ღარიბთათვის დააარსა უფასო ამბულატორია, რომელსაც 25 წელი განაგებდა (დღევანდელი №1 პოლიკლინიკა, რომელსაც 1995 წელს დიმიტრი ნაზარიშვილის სახელი მიენიჭა). 1906 წელს მან დაამზადა მალარიის საწინააღმდეგო სამკურნალო წამალი და მას "ნაზარიშვილის წვეთებს“ ეძახდნენ.

დიმიტრი ნაზარიშვილის თაოსნობით შეიქმნა ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ექიმთა კავშირი. 22 წლის განმავლობაში დიმიტრი ნაზარიშვილი უანგაროდ მუშაობდა ქუთაისის თეატრის ექიმად.

ნაზარიშვილისა და სამსონ თოფურიას თაოსნობით და გარჯით 1917 წელს შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ექმთა კავშირი.

ნაზარიშვილი აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო კვლევას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის წყალტუბოს მინერალური წყლების შესწავლასა და გამოყენებაში.


მოამზადოს მოსწავლე-მკვლევარი შესაბამისი უნარ-ჩვევებით უნივერსიტეტებისთვის, ხელი შეუწყოს ტრანსფერს, სკოლაში მიღებული ცოდნიდან გამომდინარე და გააძლიეროს შესაბამისი მიმართულებები ამ კუთხით.

პროექტი ხორციელდება ა/ო ,,აკმე“-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალთან ერთობლივი თანამშრომლობით.


არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმე"-ს გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების დეპარტამენტის ხელმძღვანელია: ეკატერინე ჯოხაძე